1-08-2018
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
უსუფაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის თანამონაწილეობა გამოირიცხა.
მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს გრძელვადიანი პარტიულ პოლიტიკური საქმიანობა არ სურს.
„ვმონაწილეობ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემი გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება, მე მქონდა საუბარი პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და მქონდა შეთავაზება, რომ მას მიეღო მონაწილეობა პოლიტიკური გუნდის ფორმირებაში და გაძლიერებაში საპარლამენტო არჩევნებისთვის. გიორგის პოზიცია ასეთია, რომ მას არ და ვერ წარმოუდგენია თავისი თავი გრძელვადიან პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში, შესაბამისად მისი მონაწილეობა ამ საქმეში გამოირიცხა, როგორც თანამონაწილის,"-აცხადებს დავით უსუფაშვილი.