1-05-2023
„რა მარტივად წამოსცდებათ, ხოლმე ის რაც გულში აქვთ. ე.ი. ვაგზლის მოედანი სასაცილო და საქილიკოა მათთვის!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსის შესახებ, რომლის თქმითაც, „გუშინ თბილისი იყო ერთი დიდი ვაგზლის მოედანი“.
„თამარა ჩერგოლეიშვილი, გულანთებული ხალხის გუშინდელ შეკრებაზე წერს- „გუშინ თბილისი იყო ერთი დიდი ვაგზლის მოედანი-ო.” ისე, რა მარტივად წამოსცდებათ ხოლმე ის, რაც გულში აქვთ. ე.ი. ვაგზლის მოედანი სასაცილო და საქილიკოა მათთვის! თუ რატომაა სასაცილო თვითონ უნდა ახსნან, ჩემთვის კი ვაგზლის მოედანი არის ადგილი, სადაც თვით ვაგზალი ანუ რკინიგზის სადგურის შენობაა განლაგებული, რკინიგზით კი უამრავი ხალხი ან ჩამოდის თბილისში ან მიემგზავრება თბილისიდან- მშობლიურ ქალაქსა თუ სოფელში, ზოგი მივლინებაში, ზოგიც დასასვენებლად, ზოგიც სასწავლებლად და ასე შემდეგ.
მაგრამ ძალად „სვეტსკებს“ და ლიბერალებს განსაკუთრებით კი იმათ ვისი წინაპრებიც მართლა გოდრით ჩამოათრიეს ქალაქში, ვაგზლის მოედანი და იქ მოფუსფუსე ხალხი ეზიზღებათ და უტყდებათ. ალბათ ასევე უტყდებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, მეტრო...დასავლეთიო, ევროპაო, წარმოდგენა თუ აქვთ მაინც რამდენი ადამიანი სარგებლობს იმ ევროპაში, ვაგზლით, მატარებლით, მეტროთი თუ ტრამვაით? ამიტომაც, სანამ ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს, ამ ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანები მეორე კატეგორიის ჰგონიათ, მანამდე მიიღებენ არჩევნებში მაქსიმუმ 2 %-ს“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.