გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ჩვენ გვსურს, საკუთარი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს და ვიყოთ ძალიან კარგი პარტნიორი იმ მოკავშირეებთან, რომლებმაც თანაბარუფლებიანობის პრინციპზე უნდა გამონახონ ჩვენთან საერთო ენა

1-05-2023

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ 30 აპრილს ჩატარებულ აქციაზე ისაუბრა.

 

„ქართული საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ თავისი დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა ერთად აღებული დაიცვას ბოლომდე, დაიცვას ქართულად და იმ საუკეთესო ტრადიციებით, რა ტრადიციებზეც იყო აგებული მთელი ჩვენი ისტორია სახელმწიფოს შექმნიდან“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

მისი თქმით, აქციაზე მისულებს მხოლოდ ერთი სულისკვეთება ჰქონდათ - მათ სურთ პირველ რიგში მშვიდობა, ასევე, რომ ქვეყნის შიგნით და არა ქვეყნის გარეთ წყდებოდეს ქვეყნის ბედი.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელ აქციაზე მოვიდა. აქციაზე მათი მოსვლა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო ერთგვარი ტესტი ჩვენთვის, რომ დაგვენახა, თუ რა პრაქტიკული გამოხმაურება მოჰყვა „ხალხის ძალის“ ამ 6-7 თვიან მოღვაწეობას, რომელმაც დააწესა თამაშის ახალი წესები, რომელიც აგებულია საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემაზე, ჩვენი ღირსების, თავმოყვარეობის დაცვაზე, რამაც უნდა განასხვაოს კოლონიური და პარტნიორული დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. თორემ უკვე თავდაყირა დგებოდა მთელი ეს კონფიგურაცია ჩვენი უახლოესი ისტორიის, როდესაც უის გავეყარეთ და ვაის გადავეყარეთ? როდესაც შენთან ერთ იმპერიალისტურ დამოკიდებულებაზე უარს ეუბნები და ამით სიცოცხლეს წირავ, ტერიტორიებს კარგავ, ძალიან დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ადამიანურ, დემოგრაფიულ ზარალს იღებ და ა.შ. და აქ რა გამოდის? 32 წელი გადის და იგივე, ჩვენთვის ძალიან ნაცნობ სცენარში კიდევ უნდა შევყოთ თავი? რატომ? რისი გულისთვის?

 

ამიტომ გუშინდელი აქცია იყო პასუხი იმაზე, რომ აქციის ორგანიზატორები, ქართული საზოგადოება მზადაა იმისთვის, რომ თავისი დე ფაქტო და დე იურე დამოუკიდებლობა ერთად აღებული დაიცვას ბოლომდე, დაიცვას ქართულად და იმ საუკეთესო ტრადიციებით, რა ტრადიციებზეც იყო აგებული მთელი ჩვენი ისტორია სახელმწიფოს შექმნიდან. რომელ ერთ იმპერიაზე „ჭიაკოკონობასავით“ არ გადავხტით, მაგრამ ჩვენი თვითმყოფადობა, საბაზისო ღირებულებები აქამდე მოვიტანეთ.

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი გუშინდელი ერთობლივი აქციის მიმართ დიდი ყურადღება იქნებოდა საფრანგეთიდან, ამერიკიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან.... მათ შორის, იმ საფრანგეთიდან, რომლის პრეზიდენტი და ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან კარგად განსაზღვრა დამოკიდებულება თვითონ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურებისა აშშ-ს-თან, რომ პარტნიორობა ჩვენ ვიცით ვასალური დამოკიდებულების გარეშე. ფაქტობრივად, იგივე მესიჯი გააჟღერა ბატონმა მაკრონმა და შარლ მიშელმა, რა მესიჯიც გავაჟღერეთ ჩვენც გუშინ. მაგრამ ჩვენ მიმართ ეს განცხადება მოინათლა, როგორც რუსული პროპაგანდა.

 

ერთნი ვართ ამ სულისკვეთებაში. ჩვენ გვსურს, საკუთარი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს და ვიყოთ ძალიან კარგი პარტნიორი იმ მოკავშირეებთან, რომლებმაც თანაბარუფლებიანობის პრინციპზე უნდა გამონახონ ჩვენთან საერთო ენა. ქართველ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა თანაბარუფლებიანობის პრინციპით ძალიან ადვილია“,-განაცხადა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ დავით ქართველშვილმა.