გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით იანვრიდან აპრილის ჩათვლით2000-მდე მოქალაქემ ისარგებლა

2-05-2023

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით, იანვრიდან აპრილის ჩათვლით  1849 ბენეფიციარმა ისარგებლა, დაფინანსების ოდენობამ 563 109  ლარი შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება მიიღო 1066 ბენეფიციარმა,  225 135  ლარის ოდენობით.


 მათ შორის: ახალშობილთა ოჯახებისთვის გათვალისწინებული სოციალური დახმარება“ ჩაერიცხა 103 ოჯახს, ფულადი დახმარების სახით გაიცა 34 600  ლარი; შშმ პირთა სოციალური დახმარება მიიღო 275  ბენეფიციარმა, 38 325  ლარის ოდენობით; უხუცესთა სოციალური დახმარება მიიღო 2 მოქალაქემ, 1000 ლარის ოდენობით; მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირთა სოციალური დახმარება გაეწია 44 ბენეფიციარს, 2860 ლარის ოდენობით; შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება მიიღო 11 ბენეფიციარმა,  1900 ლარის ოდენობით; ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურებით ისარგებლა  188  ბენეფიციარმა, რისთვისაც დაიხარჯა 66 866  ლარი; ობოლ ბავშვთა და მარჩენალდაკარგულთა  სოციალური დახმარებით ისარგებლა 14 ბენეფიციარმა, დახმარების სახით გაიცა 6600 ლარი; შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება მიიღო 300 ბენეფიციარმა, 29 650  ლარის ოდენობით; იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა სოციალური დახმარება მიიღო 95 ოჯახმა,  დახმარების ოდენობამ  14 200 ლარი შეადგინა. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისა და  უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვის ქვეპროგრამით დაფინანსება მიიღო 8  ბენეფიციარმა,  4846  ლარის ოდენობით; თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარებით ისარგებლა 21 ბენეფიციარმა, რისთვისაც 5083 ლარი დაიხარჯა.


მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის  დაფინანსებით ისარგებლა 783 ბენეფიციარმა,  დაფინანსების სახით  გაიცა  337 974 ლარი.


მათ შორის: სამედიცინო კვლევები  დაუფინანსდა 115 მოქალაქეს,  31676  ლარის ოდენობით; "გეგმიური და  სასწრაფო ოპერაციების" დაფინანსებით ისარგებლა 255 მოქალაქემ,  121 975 ლარის ოდენობით; ონკოლოგიურ პაციენტთა პაკეტი დაუფინანსდა  176  ბენეფიციარს,  116 725 ლარის ოდენობით;  სტაციონარული მკურნალობა დაუფინანსდა 24 მოქალაქეს,  6468  ლარის ოდენობით; ვეტერანთა მედიკამენტოზური პაკეტით ისარგებლა 11  პირმა,  3404  ლარის ოდენობით; ქრონიკული დაავადების მქონეთა  მედიკამენტოზური პაკეტით " 28  პირს გაეწია დახმარება, დაფინანსების სახით გაიცა 5725  ლარი; სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 4174 ბენეფიციარმა, დაფინანსების ოდენობამ 51 999 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა,  მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 655 ლარი გაიხარჯა.


შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 27 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 1 640 200 ლარია გათვალისწინებული. მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 20 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.