გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

2-05-2023

საქართველოს ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი  წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა.


უცხოელ დიპლომატებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა ტურისტულად საინტერესო ადგილები გააცნო.  გაეროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს ტურისტული პოტენციალით  და ტურისტულ პროდუქტებით დაინტერესდნენ. უცხოელ დიპლომატებს თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა გააცნო და პანდემიის შემდეგ მიღწეული პროგრესი გაუზიარა.


გაეროში  ბენინის რესპუბლიკის, კომოროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენლები  საქართველოს 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ეწვივნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.