გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი უსუფაშვილს: ბატონო დავით, თუ თქვენს მანდატს და ქვეყანას უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით სად უნდა იდგეთ

2-05-2023

თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

 

„ბატონო დავით, მე აქედან ვერ დავინახე ზუსტად, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენ თქვენს მანდატს თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და თქვენ ქვეყანას თუ მიუდგებით უფრო სერიოზულად და არა საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.