გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გოგა ხაინდრავა: ვიოლა ფონ კრამონის განცხადება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს

3-05-2023

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტია და მთავრობა მავნებლები თავად არიან.


კერძოდ, ამით კრამონმა უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც თქვა, რომ კრამონი „გარედან ეხმარება მავნებლებს, რომ სტატუსის ვერმიღების გეგმა განხორციელდეს“.


„ვიოლა ფონ კრამონი მამუკა მდინარაძეს: „მავნებლები“ ვინ არიან? მმართველი პარტია და მთავრობა?". ეს შეკითხვა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს თავხედი ქალი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადოთ! წარმოგიდგენიათ, ქართველმა დეპუტატმა მსგავსი რამ იკადროს გერმანიაში?!“, - წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“