3-05-2023
ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, საავტომობილო გზის და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო. პროექტის ფარგლებში ასევე, მოასფალტდება მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები, მოეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები, ტროტუარები, შემზღუდავი მოაჯირები და საგზაო მონიშვნები.
მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დათვალიერეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის დასრულების შემდეგ მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.