გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს

3-05-2023

გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 192 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის,148  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 44 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების  ფაქტებია.  სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 53 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, აჭარაში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, გურიაში - 11, შიდა ქართლში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 169კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 39 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებულისახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.