გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე საქართველოს 12 საფეხურით დაწინაურებაზე: მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი უპრეცედენტოდ მაღალია

3-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით, 12 საფეხურით დაწინაურდა.


როგორც ქადაგიძე წერს, მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია.


„დაწინაურდა და გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მალტა, საბერძნეთი, ისრაელი უკრაინა და ა.შ ჰო და როდესაც მედია-პლურალიზმს გამოიყენებთ რადიკალები პოლიტიკური ინსინუაციებისათვის, ხანდახან გადახედეთ სტატისტიკას. რაც არ უნდა პოლიტიკური კუდები მოაბათ პროცესს, რეალობას ვერ შეცვლით და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მედია-გარემო საქართველოში კარდინალურად შეცვლილია და შესაბამისად ინფორმაციის გავრცელება, პრესის თავისუფლება და პლურალიზმი, უპრეცედენტოდ მაღალია“- წერს ზურაბ ქადაგიძე.