კვირა, აპრილი 13, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გონიოს ციხის ტერიტორიაზე შემეცნებითი გაკვეთილი - ,,დასვენება და გართობა ძველ რომში" ინგლისურ ენაზე გაიმართა

3-05-2023

დღეს პირველად, გონიოს ციხის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის’’ მე-5 კლასის უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის (პედაგოგი- ნათია ხინიკაძე) შემეცნებითი გაკვეთილი - დასვენება და გართობა ძველ რომში - ,,Leisure activities and entertainment in Ancient Rome” ინგლისურ ენაზე გაიმართა.

 

ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

 

მოსწავლეები ძველ რომაულ სამაგიდო თამაშს "TERNI LAPILLI" გაეცნენ, რომლის სათამაშო ქვები თავად დაამზადეს და შემდგომ ინტერესითა და ხალისით ითამაშეს.

 

გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.