3-05-2023
პრესისა და ზოგადად მედიის თავისუფლებაზე, საუბრისას, როცა საქართველოს შესახებ კრიტიკულ გამონათქვამებს ვისმენ ცოტა არ იყოს და მეღიმება ხოლმე. რამდენი მედია საშუალებაა საქართველოში, იმას რომ თავი დავანებოთ, იქნებ ვინმემ გამახსენოს, რომელს შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება? - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მაჩვენებელს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, არის მცდელობა, რადიკალურ მხარედ ჩამოყალიბებული ჟურნალისტები, დაჩაგრულებად, წამებულებად და დევნილებად შეასაღონ საზოგადოებას.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული მედიის ნაწილში ცილისწამების და „ფეიკების“ არსებობას, ისევე როგორც პარტიული ტელევიზიების პირდაპირ ჩართულობას ხელისუფლების შეცვლაში.
„პრესისა და ზოგადად მედიის თავისუფლებაზე, საუბრისას, როცა საქართველოს შესახებ კრიტიკულ გამონათქვამებს ვისმენ ცოტა არ იყოს და მეღიმება ხოლმე. მიუხედავად, ოპოზიციური მედიის მიზანმიმართული მცდელობისა, თავი დაჩაგრულად და უუფლებოდ წამოადგინონ, საქართველოს მიმართ ისეთი არაკეთგანწყობილი ორგანიზაციაც კი, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, აქვეყნებს „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“, სადაც 12 პუნქტით დავწინაურდით.
რამდენი მედია საშუალებაა საქართველოში, იმას რომ თავი დავანებოთ, იქნებ ვინმემ გამახსენოს, რომელს შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლება? უფრო მეტიც ზოგიერთი მათგანი პირდაპირ პარტიული ინტერესების გამავრცელებლებად, რომ ჩამოყალიბდნენ ესეც ვიცით! ახლა ფეიკები, ცილისწამებები, მოგონილი ზღაპრები თუ ბრალდებები რამდენი გვესმის მედიიდან ესეც ხომ ფაქტია!
მედია მენეჯერის პატიმრობაზე ისე საუბრობენ, გეგონება ნიკა გვარამიას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამოა დაპატიმრებული. არც იმაზეა საუბრობენ, როდესაც მედიის წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ და პირდაპირ აანონსებდნენ რევოლუციას და ხელისუფლების შეცვლას. ან თითქოს ყოველდღე არ ვხედავთ, იგივე პარტიული ტელევიზიების აშკარა ჩართულობას ხელისუფლების შეცვლის გეგმაში.
ამ ყველაფრის მერე უტრიალდებათ ენა თუ კალამი იმისათვის, რომ ეს რადიკალური მხარედ ჩამოყალიბებული, დაჩაგრულებად, წამებულებად და დევნილებად შემოგვასაღონ. კიდევ კარგი, რომ არსებობენ ნამდვილი ჟურნალისტები, მასმედიის უანგარო მსახურები, რომელთაც თავიანთ მიზნად, თავის პროფესიული მოვალეობის შესრულება მიაჩნიათ-აწვდიან საზოგადოებას რეალურ, ნამდვილ ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობილი ინფორმაციას, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნით!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.