გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია აბაშიძე NDI-ს კვლევაზე: ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი

3-05-2023

„IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში არასანდოა.


„ალთა-ბალთა კვლევები გრძელდება. IRI-ს შემდეგ NDI-მაც შემოგვთავაზა მუდმივად რეალობას აცდენილი გამოკითხვა. როგორც ჩანს, ამერიკულ დემოკრატიულ პარტიასთან აფილირებულ NDI-ში მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ხელოვნურადაც ვერ დაეწერება მაღალი რეიტინგი (5% უბოძეს, ესეც გაბერილი მაჩვენებელია).


ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებული IRI შედარებით გულუხვი იყო ძებნილი კეზერაშვილის ჯიბის პარტიისადმი, 14% დაუწერეს.


ტრადიციისამებრ, "ქართული ოცნების" რეალურად მაღალი რეიტინგი დამალეს. NDI-მ 20% გაიმეტა, IRI-მ - 19%. არაერთმა არჩევნებმა მკაფიოდ აჩვენეს, რომ NDI-სა და IRI-ს გამოკითხვები საქართველოში ფარსია, არასანდოა. მათი მანიპულაციური ეფექტი დიდი ხანია ვადაგასულია“-წერს გია აბაშიძე.