გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) სასწავლო კურსი ჩატარდა

3-05-2023

სწავლების ფარგლებში მცენარეთა დაავადებების უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდები განიხილეს; ჩატარდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. მონაწილეებმა მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტიან და სრულყოფილ სისტემებზე იმსჯელეს.

 

სწავლებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტმა მანანა გურიელიძემ მიიღო.

 

ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, დღესდღეობით აქტუალურია მცენარეთა დაცვის თანამედროვე ინტეგრირებული, ეკოლოგიური კონცეფციის განვითარება, რომელიც გვთავაზობს დაცვის უსაფრთხო საშუალებების და მეთოდების გამოყენებას.

 

მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელება, რაც ითვალისწინებს მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და დიაგნოსტიკას.

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.