გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია გაბრიჭიძე NDI-ს კვლევაზე: ასე იცის გარაჟებში "რაზბორკებზე" მოსიარულე ხალხის მხარდაჭერამ, კლოუნების თავმჯდომარედ არჩევამ და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ნაშოვნი ფულით პლაკატების ბეჭდვამ

3-05-2023

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში NDI - ს კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად კი 6% - ი.

 

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს.

 

„ესენი საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავენ და მერე არ დამიწყოთ "მთავარი ოპოზიციური ძალა", ევროპაო, დემოკრატიაო და რაღაც მსგავსი სისულელეები. ასე იცის გარაჟებში "რაზბორკებზე" მოსიარულე ხალხის მხარდაჭერამ, კლოუნების თავმჯდომარედ არჩევამ და ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ნაშოვნი ფულით პლაკატების ბეჭდვამ. ამას მე კი არ ვამბობ, თვით NDI-მ თქვა“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.