ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვიოლა ფონ კრამონი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს, გერმანიის მთავრობას თავისი ოფიციალური პოზიცია გააჩნია - გერმანიის ელჩი

4-05-2023

გერმანიის მმართველი პარტიის წევრის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს - ამის შესახებ ტვ „იმედს“ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განუცხადა, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამას იმსახურებს ხალხი და არა მთავრობა.


როგორც ელჩმა აღნიშნა, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი.


„გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს, ასე, რომ როგორც ელჩს, არ შემიძლია, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარი გავაკეთო, რადგან, ის ევროპარლამენტის დამოუკიდებელი წევრია. მას საკუთარი მანდატი აქვს და მის პირად მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.