გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვდა

4-05-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო - გერმანიის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით უწევს. აღინიშნა, რომ 2022 წლის მარტში ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანის შემდეგ, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და სისტემურ რეფორმებს, მათ შორის, ცალკეული ეკონომიკური ინსტიტუტების მარეგულირებელი ბაზების ჰარმონიზაციის მიმართულებით.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის სრულფასოვანი წევრი, რაც საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გზას გაუხსნის მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე მოსახვედრად. ხაზი გაესვა სტატისტიკას, რომლის თანახმადაც 2022 წელს ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 71 პროცენტით გაიზარდა. ასევე 20 პროცენტით მეტია საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა წინა წელთან შედარებით და ამ მაჩვენებელმა მთელი ქვეყნის ჯამურ ექსპორტში 15 პროცენტი დაიკავა.


ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და ევროპის ბაზარზე სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული რესურსების მიწოდება იქნება შესაძლებელი.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის სხვა პრიორიტეტული საკითხები.