4-05-2023
"თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადახედავენ, ზუსტად ამ ღირებულებებისთვის თავდადებამ, სხვებისადმი პატივისცემამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. პრემიერის ამ სიტყვაში ყველაფერი იყო გადმოცემული, რომ ამ ყველაფრის გაერთიანებით მოვედით დღევანდელ დღემდე, რაც ძალიან დასაფასებელია", - ასე გამოეხმაურა უნგრეთში კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველომ განვითარება უნდა გააგრძელოს, მაგრამ არ უნდა დაკარგოს მთავარი ღირებულებები, უფლის რწმენა, სამშობლოს სიყვარული, ოჯახის და ერთმანეთის პატივისცემა, ის, რაზეც დგას საქართველო.
„დღეს ღირსეულ პრემიერს ჰქონდა ღირსეული გამოსვლა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს გაუსვა ხაზი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობისთვის იბრძვის და ეს მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. დღეს პრემიერის სიტყვაში ხაზგასმული იყო, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, სარწმუნოებას, ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩვენ ვომობთ თავგანწირვით. თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადახედავენ, ზუსტად ამ ღირებულებებისთვის თავდადებამ, სხვებისადმი პატივისცემამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე.
პრემიერის ამ სიტყვაში ყველაფერი იყო გადმოცემული, რომ ამ ყველაფრის გაერთიანებით მოვედით დღევანდელ დღემდე, რაც ძალიან დასაფასებელია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება. ამ გზით უნდა გააგრძელოს საქართველომ განვითარება და რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის. მშვიდობა იმიტომ, რომ ხალხს შევუქმნათ კეთილდღეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვვითარდეთ, საქართველოში კიდევ უფრო უკეთესი ცხოვრება შეიქმნას და უკეთეს სიმაღლეებზე ავიდეთ.
მაგრამ ეს ღირებულებები, სამშობლოს, რელიგიის სიყვარული, ჩვენი წინაპრების, უფროსების და ტრადიციების პატივისცემა - ეს ყველაფერი თან უნდა გავიყოლოთ და ყოველთვის უნდა იყოს თანმდევი ჩვენი შემდეგი თაობების. ეს ყველაფერი ხომ მიზანმიმართულია და ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს - ძლიერი ინსტიტუტების მიმართ და არა მხოლოდ ინსტიტუტების, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ წამოწყებულია კამპანიაა, ეს იქნება წარსულში ჩვენი მეფეები, თუ დღევანდელი სპორტსმენები და დამსახურებული ადამიანები.
ყველა ამ ძლიერ წერტილს ებრძვიან, რადგან რაც უფრო დაასუსტებ საზოგადოებას, დაშლი, დაანაწევრებ თუ ადამიანს, აღარ ექნება ღირებულებები, რწმენა ღმერთის, ოჯახის, აღარ ექნება თავისი წინაპრების და მეგობრების პატივისცემა, შემდეგ ამ ადამიანების მართვა ბევრად უფრო მარტივია.
აქედან გამომდინარე, ისინი ეძებენ ზუსტად ძლიერ მხარეებს, რომლებიც ქართველ ხალხს გააჩნია და რომლებმაც საქართველო დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ზუსტად იმ ძლიერ წერტილებში ცდილობენ როგორმე დაასუსტონ და ახალგაზრდა თაობაში ეს ყველაფერი გააუფერულონ და გააფერმკრთალონ. თითქოს არ არსებობენ გმირები, წარმატებული სპორტსმენები, თითქოს სამშობლოსთვის ისინი აღარ იბრძვიან. მათი სპიკერებისგან მოვისმინეთ, რომ ღმერთი საერთოდ არ არსებობს. ასეთი საშინელი რაღაცებით ცდილობენ ახალგაზრდებს მიაწოდონ ინფორმაცია, რათა ნელ-ნელა დააუძლურონ მეორე მხარე და შემდეგ მართონ. რა თქმა უნდა, სუსტის მართვა უფრო ადვილია. საბოლოო ჯამში მიზანი მიდის მართვამდე.
მათ უნდათ, რომ მართონ ქვეყანა, ჩაიგდონ ქვეყნის მართვის სადავეები ხელში და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ძლიერი მხარეების დასუსტება. ჩვენთვის ძლიერი მხარეებია: რელიგია, სამშობლოს სიყვარული, ღირებულები, ოჯახი - ყველაფერი ის, რაც დღეს იყო კონფერენციაზე გაჟღერებული.
ვფიქრობ, რომ აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგეები დიდი ნაბიჯებით მოდიოდნენ. დღეს მათ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში უკურეაქცია დაიწყო. რაღაც მომენტში უკვე გადალახეს მათ წითელი ხაზი. ამ კონფერენციაზე პრემიერის მიერ გაჟღერებული ეს სიტყვები ძალიან ხმამაღლა გაისმის მთელ მსოფლიოში“, -განაცხადა დავით კაჭარავამ.