გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს

5-05-2023

“ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს.

 

სასწავლო კურსი შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდება:  ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.კასპი, ქ.თეთრიწყარო, ქ.თელავი, ქ.ქუთაისი, ქ.წყალტუბო,  ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.

 

ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს,  გიდებს.

ტრენინგი უსასყიდლოდ იმართება.   დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით  a.aroshidze@gnta.ge   ტელ: 599460099

 

ტრენინგისთემატიკები:

·         ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:

·         ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და  სერვისების შემუშავება - საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;

  • ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
  • ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები - MICE  ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები  და გამოფენები);
  • ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული  სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
  • ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები  ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
  • საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;