გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ComCom-ის მედიალაბში "იდეადრომის" მონაწილეები სტარტაპ გუნდის მართვაში გადამზადდნენ

5-05-2023

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპ იდეების კონკურსის, "იდეადრომის" მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადდნენ. სემინარს Leadership Development Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი და PCC-ის მენტორი, გვანცა ბარაბაძე გაუძღვა და სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.


კონკურსის ფარგლებში შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან თემებს ისწავლის, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, ორგანიზაციული მართვა და ლიდერობა, სტარტაპის ფინანსური და იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვერსტორებისთვის იდეის წარდგენაა. ინტენსიური გადამზადების შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.


"იდეადრომის" მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა.