გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გენადი არველაძე: საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება

5-05-2023

საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, ასევე დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრაზე კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან. მოგვიანებით კორეულმა მხარემ ამ საკითხს ხაზი სოციალურ ქსელშიც გაუსვა.


აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელმძღვანელობს.


შეხვედრაზე ასევე კორეის ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, მის ხელმძღვანელს ლაშა ხუციშვილს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის მომდევნო წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.