5-05-2023
მიმდინარე წლის 6 მაისს, 16 საათზე,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,ქ. ზუგდიდში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიხსნება საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას ბიუსტი.
ხვალ,მისი 80 წლის იუბილე აღინიშნება.
ღონისძიებას დაესწრებიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან ერთად, მამია ალასანიას ვაჟი, ირაკლი ალასანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, საქართველოს პარლამეტის დეპუტატები, მედიის წარმომადგენლები.