გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5-05-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჰასსან რაშიდ ალ დერჰამმა მოაწერეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და ერთობლივი საუნივერსიტეტო პროექტების განხორციელებაზე. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. 


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პერიოდულად გამართავს შეხვედრებს და განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯებს. კერძოდ, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, სემინარებსა და სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების, პუბლიკაციების და სხვა ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებას, ასევე, სტუდენტური გაცვლების ხელშეწყობასა და სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაბისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობაზე.


შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად თსუ სტუდენტების მიღებისთვის, რომლებიც კატარის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში სწავლობენ არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე.


ქ. დოჰაში ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაციისთვის გაიმართა კატარის უნივერსიტეტის კამპუსის ტური. დელეგაციის წევრები ეწვიენ კატარის კვლევით ცენტრებსა და ბიბლიოთეკას. დაათვალიერეს კატარის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქართული კუთხე.


თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იზრუნებს ამ კუთხის თსუ გამომცემლობის მიერ დასტამბული წიგნებით გამდიდრებაზე.


თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ხელშეწყობით გაიმართა.