გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის" მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე; ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს

5-05-2023

დღეს მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის" მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე, ხედავთ, რომ სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ალბათ 2 წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პოლიციის ქალაქის" მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო.


„ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების" მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს მგმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს,"- განაცხადა პრემიერმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის" მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.


ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.


საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.


მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას.
პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.


პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.