გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Centrum Air იწყებს

5-05-2023

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა, ტაშკენტი - თბილისი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია Centrum Air-ი იწყებს.


მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 13 მაისიდან, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Centrum Air-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2023 წლის აგვისტოს ბოლომდე) დააკმაყოფილა.

ამ ეტაპზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.