1-08-2018
#15-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული მცხეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ბანაობისას თვითდაზიანებები მიიყენა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალმა გაუწია, შემდეგ კი, მცხეთის სამედიცინო დაწესებულება „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.
„უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ჩვენ როგორც ვიცით იყო ქსნის კოლონიის პატიმარი. ძალიან მძიმე იყო. ვეცადეთ მაქსიმალურად რომ დახმარება გაგვეწია, თუმცა ვერაფერი ვერ მოვახერხეთ,“-აცხადებენ "ჯეოჰოსპიტალში“.