გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ADB-ის პრეზიდენტი: საქართველო, თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბია

5-05-2023

თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, - ამის შესახებ აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად.


„ჩემთვის დიდი პატივია შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა - საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქ. ინჩეონში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს, ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო, კიდევ ერთხელ, გმადლობთ, რომ წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.