5-05-2023
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: აღმოსავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკურ დაწინაურებას (ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ) არა მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერე მსოფლიოში, არამედ ტრადიციული ღირებულებების იდეოლოგია მოაქვს. თუკი ევროპა, არ გაიღვიძებს და მთლიანად წაშლის საკუთარ ტრადიციებსა და კონსერვატიზმს, აღმოსავლეთი ფსევდოლიბერალიზმს დაუპირისპირებს ისეთ ღირებულებებს, საითკენაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღება მიეპყრობა. აქედან გამომდინარე მათ დაინახეს საფრთხე, რომელიც რეალურია და ემსახურება იმას, რომ ჩაკლას, შთანთქას მთელი ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ტიტულოსანი ერები“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ შთაინთქას მთელი ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ტიტულოსანი ერები, ხოლო თუ ევროპა დროულად არ მოეგება გონს, ეს ნამდვილად მოხდება, წაიშლება ზღვარი ქვეყნებს შორის, და გაქრება ის, რაც ღირებულია თითოეული ერის ტრადიციებში.
„ევროპამ გაიღვიძა.. გაიღვიძა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელზედაც შეიქმნა თავად ევროპული ცივილიზაცია. ევროპა და ევროპული სახელმწიფოები უზარმაზარი ცივილიზაციის წყაროა. რა თქმა უნდა, გუშინდელი დღე იყო ძალიან კარგი, ეს იყო მესიჯი არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იქ კონსერვატორები მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩასულნი და ევროპამ კონსერვატიზმი მისაღები ფორმით წარმოაჩინა. ცნობილია, რომ XX საუკუნის 20-30-იან წლებში კონსერვატიზმმა მიიღო ნაციონალიზმის სახე. სწორედ ამან შექმნა ფაშიზმი. სიტყვა „ეროვნული“ ჩაანაცვლეს „ნაციონალურით“ და მიიღეს ფაშიზმი. ჩაანაცვლეს არა მხოლოდ სიტყვა, არამედ იდეოლოგიაც. ევროპამ, დღეს დააბრუნა სიტყვა „ეროვნული“, ბევრმა გამომსვლელმა გამოიყენა უკვე სიტყვები: „ეროვნული“, „ერი-სახელმწიფოები“, „ტრადიციები“, „ეროვნული ღირებულებები“, „ფასეულობები“ და ასე შემდეგ. არავის უთქვამს „ნაციონალური ღირებულებები“ - მე ამას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის ეროვნულ-დემოკრატიული ღირებულებები, ეს ის კონსერვატიზმია, რომელსაც ეფუძნებოდნენ XIX საუკუნის ქართველი 60-იანელები - ილიას თაობა, რომელმაც ქართულ-ევროპული ღირებულებით ძალიან ძლიერი და ღირებული საქართველო შექმნა. ჩვენ, „ხალხის ძალას“ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც შემოიტანა ილია ჭავჭავაძის თაობამ. რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის ევროპული კონსერვატიზმი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებსა და ფასეულობებს.
გარდა იმისა, თუ რატომ გაიღვიძა დღეს ევროპამ, არის კიდევ ერთი კითხვა: რა საფრთხე დაინახეს ევროპამ და იმ კონსერვატორებმა, რომლებმაც გუშინ ასეთი გრანდიოზული კონფერენცია მოაწყვეს? საფრთხე რეალურია, მაგრამ საიდან არის? - ანექსია ხდება სამი გზით:
მე არ მომწონს ის ევროპა, სადაც ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, მაგალითად, ფრანგსა და გერმანელს, იტალიელსა და ესპანელს. სწორი იყო დღეს დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ერებს აქვთ საზღვარი. მას არ უგულისხმია, რომ უვიზო მიმოსვლა არ უნდა იყოს ევროკავშირში. მან სულ სხვა რაღაც თქვა: ჩვენ უნდა ვხედავდეთ იმ განსხვავებებს ერებს შორის, რომლებითაც ფასობენ ერები. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში ფსევდოლიბერალიზმის სახელით მიმდინარეობს იდეოლოგიური ანექსია, რომელმაც შთანთქა ყველაფერი, რაც კი შეიძლება, ღირებული იყოს ტრადიციებში, ადამიანსა და მსოფლიოში. მსოფლიო დაამსგავსეს ერთ ოჯახს, სადაც ფაქტობრივად ერთი სქესი და ერთი ნაციაა.
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: აღმოსავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკურ დაწინაურებას (ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ) არა მხოლოდ ეკონომიკური სიძლიერე მსოფლიოში, არამედ ტრადიციული ღირებულებების იდეოლოგია მოაქვს. თუკი ევროპა, არ გაიღვიძებს და მთლიანად წაშლის საკუთარ ტრადიციებსა და კონსერვატიზმს, აღმოსავლეთი ფსევდოლიბერალიზმს დაუპირისპირებს ისეთ ღირებულებებს, საითკენაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ყურადღება მიეპყრობა. აქედან გამომდინარე მათ დაინახეს საფრთხე, რომელიც რეალურია და ემსახურება იმას, რომ ჩაკლას, შთანთქას მთელი ევროპული ფასეულობები და ღირებულებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ტიტულოსანი ერები“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.