გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში მაგისტრალური გაზსადენიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1-08-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგისტრალური გაზსადენიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 


„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორის რაიონში გამავალი მაგისტრალური გაზსადენიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული კ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით. 
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კ.ს-მ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში გამავალი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ოპერირების ქვეშ მყოფ მაგისტრალურ მილსადენზე მიწისქვეშ უკანონოდ დააერთა ლითონის მილი და ბუნებრივი აირის წნევის დამადაბლებელი რეგულატორი. აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით კ.ს. 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირს, რითაც დაზარალებულ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ მიაყენა 457 631 ლარის, დიდი ოდენობის ზიანი. 
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა კ.ს. 2017 წლის 6 დეკემბერს სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით (ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, მაგისტრალურ მილსადენში არსებული გაზის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.