გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: "მასტერისა" და "მასტერას" შორის განსხვავება განსაკუთრებულია- ერთი საკუთარი შემოქმედებით ებრძვის ლიბერალურ ფაშიზმს, მეორე, საკუთარი საქმიანობით ასაზრდოებდა ბერძენიშვილისეული ნაძირალების აღზევებას

6-05-2023

"მასტერი" vs "მასტერა"- პირველი გახლავთ, უბრალო ქართველი ბიჭი, რომელსაც უყვარს რეპი და ასე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა საჭირობოროტო საკითხებზე. ცოტა ხნის წინ, ასეთი უბრალო რეპი მიუძღვნა ლევან ბერძენიშვილს და რადიკალები წამოიშალნენ, დაუწყეს ლანძღვა დაცინვა და ქილიკი.


მეორე გახლავთ, ნაც-მოძრაობის ცნობილი ჯალათი, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გახმაურებული სკანდალის ფიგურანტი”- წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მასტერას კისერზეა, პოლიტიკური რეჟიმის, ნაც-მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა და ამ მმართველობის ნაშობი ლიბერალური ფაშიზმი. ის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის აპოლოგეტი და განსაკუთრებული წარმომადგენელია ლევან ბერძენიშვილი.


მისივე თქმით, "მასტერისა" და "მასტერას" შორის განსხვავება განსაკუთრებულია: ერთი საკუთარი შემოქმედებით ებრძვის ლიბერალურ ფაშიზმს... მეორე, საკუთარი საქმიანობით ასაზრდოებდა ბერძენიშვილისეული ნაძირლების აღზევებას.


"მასტერი" vs "მასტერა" რა საერთო და განსხვავებაა, ამ ორ სახელში? პირველი გახლავთ, უბრალო ქართველი ბიჭი, რომელსაც უყვარს რეპი და თავისთვის ქმნის მუსიკას, ზოგს მოსწონს ზოგს არა. ასე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სხვადასხვა საჭირობოროტო, საზოგადოებრივ საკითხებზე. ცოტა ხნის წინ, ასეთი უბრალო რეპი მიუძღვნა ლევან ბერძენიშვილს და ჰოი საოცრებავ... რადიკალები წამოიშალნენ, დაუწყეს ლანძღვა დაცინვა და ქილიკი, როგორ შეეხო მუსიკოსი ლიბერალური ფაშიზმის ქართველ კორიფეს, ლევან ბერძენიშვილს. მეორე გახლავთ, ნაც-მოძრაობის ცნობილი ჯალათი, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი გახმაურებული სკანდალის ფიგურანტი, რომლის კისერზეა:

  • ნავთლუღის სპეცოპერაცია...
  • როინ შავაძე...
  • დავით ცინდელიანი...
  • პაატა ქარდავა...
  • ბადრი პატარკაციშვილის საქმე...
  • ახმადოვის საქმე... და ა.შ. უამრავი გასაიდუმლოებული საქმე და შეკვეთილი მკვლელობა. მასტერას კისერზეა, პოლიტიკური რეჟიმის, ნაც-მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა და ამ მმართველობის ნაშობი ლიბერალური ფაშიზმი, როგორც ყველაზე დიდი საშიშროება ქართული საზოგადოებისათვის. ის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის აპოლოგეტი და განსაკუთრებული წარმომადგენელია ლევან ბერძენიშვილი. "მასტერისა" და "მასტერას" შორის განსხვავება განსაკუთრებულია: ერთი საკუთარი შემოქმედებით ებრძვის ლიბერალურ ფაშიზმს... ხოლო მეორე, საკუთარი საქმიანობით ასაზრდოვებდა ბერძენიშვილისეული ნაძირლების აღზევებას. ამიტომ მე "მასტერი" მირჩევნია და "მასტერა" თქვენი იყოს, უფრო ორგანული ნაწილი ხართ ერთმანეთის!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.