ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
დავით ქართველიშვილი: "ნაცების" "მასტერა" მკვლელობებს გეგმავდა, ეს "მასტერი" მღერის; ასეთი განსხვავებაა "ქოცებს" და "ნაცებს" შორისაც

6-05-2023

 “საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი "მასტერა" - სექტანტებს ჯალათების ცნობილი "სუპერვაიზერი", "ოცნების" დროს - რეპერი. ეს პირველი - მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე - მღერის”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ქართველი რეპერის, “მასტერის” ახალი სიმღერის ირგვლივ გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება.


 ქართველიშვილის თქმით, სექტანტებს "ქილერაც" ჰყავდა, "მასტერას" დაგეგმილი წამების შემსრულებელი.


"მასტერებს" შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი "ქილერა" აწამებდა და აუპატიურებდა, "ოცნების" მიერ ჩამოყვანილი "ქილერები" მღერიან.


“რეპის ფანი ან მიმდევარი არ ვარ. ვარ ადამიანობის, მორწმუნეობის, პრინციპების დაცვის მიმდევარი. ამ ყველაფრის გამო ვინმეს დაბულინგების, დაცინვის, შეურაცხყოფის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. საქართველოს უახლოესი ისტორიის ყველა პერიოდს ჰყავდა თავისი "მასტერა" - სექტანტებს ჯალათების ცნობილი "სუპერვაიზერი", "ოცნების" დროს - რეპერი.


ეს პირველი - მკვლელობებს გეგმავდა, ეს მეორე - მღერის. სექტანტებს "ქილერაც" ჰყავდა, "მასტერას" დაგეგმილი წამების შემსრულებელი. ის "ქილერა", უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ყველაფერი რომ გადადეს და "პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი" რომ მიანიჭეს - თურმე პუტინის გინების გამო "ოცნების" სახელით ავიწროვებდნენ.


იმ "ოცნების", რომელსაც წელს "ბლექ სი არენაზე" ამერიკული ჯგუფი The Killers ჩამოჰყავს. "მასტერებს" შორის განსხვავებულობისა არ იყოს, აქაც იგივეა: ის პირველი "ქილერა" აწამებდა და აუპატიურებდა, "ოცნების" მიერ ჩამოყვანილი "ქილერები" მღერიან...”- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.