გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ შვედურ დღეს დაესწრო

7-05-2023

ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. ჩვენ გუშინ ბატონ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად, და იცით ასევე, რომ ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი გადაიბარებს ოფიციალურად ევროკავშირის თავმჯდომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღეებთან" დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ აღინიშნა ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას. მანამდე კი, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, დღეს შვედური დღე გაიმართა.


„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. ჩვენ გუშინ ბატონ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად, და იცით ასევე, რომ ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი გადაიბარებს ოფიციალურად ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან, და მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან. გუშინ მათ სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დღეს ორბელიანის მოედანზე, ევროპული დღეების ფარგლებში, შვედური დღე გაიმართა. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყო შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. შვედური დღის ფარგლებში მოეწყო ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედური დღე შვედური ჯგუფის "რილტონ ვანერისა" და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტებით დასრულდა.