8-05-2023
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც, ჟურნალისტის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სტუდენტებს ლექციის მსვლელობის დროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრება.
როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია პარლამენტში გამართული შეხვედრა და არა ლექცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც კი ხვდებიან.
რაც შეეხება ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების თავზე მოხვევას, აბაშიძის თქმით, უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს რევანშისტი პოლიტიკოსების და „ნაცმოძრაობის“ მომხრე ლექტორების ხელწერაა.
„ნაცსექტის "ყოვლისმცოდნე" სპიკერი ელისო კილაძე ყველაფერს კადრულობს ჩვეული ბოროტი უვიცობით. ეს ლექცია არ არის, ერთ-ერთი შეხვედრაა პარლამენტში (ინტერიერით 'ნაცბაბლშიც' კი ხვდებიან). "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სწორედაც რომ არ ეშლებათ თუ სად რა ისაუბრონ.
აბიტურიენტებსა და სტუდენტებს ტვინებს ურეცხავენ რევანშისტი პოლიტიკანები და სამარცხვინო ნაცლექტორები, ეს უკვე ყველამ გაიგო. ნაცებო, შეეშვით უმაღლეს სასწავლებლებს! ნუ სვრით და ნუ რევთ ახალგაზრდებს თქვენს ბინძურ გეგმებში, რომლებიც ყველა თქვენივე სცენარითაც კი, წარუმატებელია. ავაზაკური ქოლ-ცენტრების თემაც მაინც ვერ გადაიფარება!“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.