გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე ხატია დეკანოიძეზე: უსამშობლო პოლიტიკანების და ქართველთმოძულეების გაპრავებით თავს რატომ ირცხვენთ, თუ თქვენც არ იკვებებით იმ ფულით, რომლითაც არახამია ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა

8-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეკანოიძე ამბობს, რომ არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს და ამით უარყოფს ფაქტს, რომ აღმაშენებლის გამზირზე, შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ „ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, დავით არახამიას ძმის მფლობელობაშია.

 

„ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ხატია დეკანოიძემ ასეთი გაპრავება მოიფიქრა. თურმე არახამიას მამის შვილი ძმა არ ყოფილა... ყველაფერი მესმის, მაგრამ უსამშობლო პოლიტიკანების და ქართველთმოძულეების გაპრავებით თავს რატომ ირცხვენთ, ამას ვერასოდეს გავიგებ, თუ თქვენც არ იკვებებით იმ ფულით, რომლითაც არახამია ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა..." - წერს ქადაგიძე facebook - ზე.