გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კოჯორში დაჭრილი სამეხდროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

2-08-2018

კოჯრის სამხედრო ნაწილში ფიზიკური დაპირისპირების დროს დაჭრილი ორი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობა მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდათ მიყენებული.

„იყო მუცლის შემავალი ჭრილობა, რომელიც გადავიდა საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპზე ოპერაცია დასრულებულია და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ორი პაციენტი შემოვიდა თვითდინებით, ერთს აღენიშნებოდა ყურის მცირე ზომის ჭრილობა და მეორეს თავის სკალპის მიდამოებში ჰქონდა ჭრილობა. ცეცხლსასროლი არ არის, სავარაუდოდ ცივი იარაღია,"-აცხადებს ექიმი უჩა ციხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი უძღოდა.