8-05-2023
„რაც შეეხება მოზარდებს, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ბანაკებში ტრენინგებს, თუ საბრძოლო სწავლებებს გადიან, ეს მოზარდები 2024 წლისთვის უკვე ამომრჩევლები იქნებიან. გამოდის, რომ IRI რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიან, თუ რევოლუციურ მობილიზებაში ხარჯავს თანხებს. ეს კი ცუდია, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში შემოტანილი თანხა ქვეყნის სახელმწიფოებრივ გაძლიერებას უნდა ხმარდებოდეს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, IRI რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიან, თუ რევოლუციურ მობილიზებაში ხარჯავს თანხებს. ეს კი მიუღებელია, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში შემოტანილი თანხა უნდა ხმარდებოდეს ქვეყნის გაძლიერებას. ეს არის ქვეყნების ურთიერთობის მთავარი პრინციპი, რომლის დარღვევაც კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ.
„IRI-ს თავის მიზნობრიობაში ყოველთვის ედო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ტრენინგების კუთხით, სადაც პოლიტიკურ მენეჯმენტს, ფინანსების მოზიდვასა და ამომრჩეველთან ურთიერთობას ასწავლიდნენ. წლების წინ მეც ვყოფილვარ მათი მსმენელიც და ტრენერიც სხვა პარტიებისთვის. მაგრამ, არ ვიცოდი, თუ ეს ორგანიზაცია უკვე პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლებს ტრენინგს უტარებდა. როგორც ჩანს, დღეს ახალი მიზნობრიობაც დაამატეს და უკვე რადიკალური ოპოზიციისთვის, რევოლუციის დაგეგმარება-განხორციელებაში ხარჯავენ თანხებს. საინტერესოა, თუ დააფინანსებს ეს ორგანიზაცია სხვა, არაოპოზიციური პარტიების მსგავს ახალგაზრდულ ბანაკებს ოპოზიციის წინააღმდეგ არა რევოლუციის მოსაწყობად, არამედ, თუნდაც, საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად? მათი დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, ალბათ, არა.
რაც შეეხება მოზარდებს, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ბანაკებში ტრენინგებს, თუ საბრძოლო სწავლებებს გადიან, ეს მოზარდები 2024 წლისთვის უკვე ამომრჩევლები იქნებიან. გამოდის, რომ IRI რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერთა მშვიდობიან, თუ რევოლუციურ მობილიზებაში ხარჯავს თანხებს. ეს კი ცუდია, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოში შემოტანილი თანხა ქვეყნის სახელმწიფოებრივ გაძლიერებას უნდა ხმარდებოდეს. ეს არის უცხოური დაფინანსების, ქვეყნებს შორის შეთანხმების მთავარი პრინციპი და ამის დარღვევა კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.