გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობა კობალაძემ და ანდრი კასიანოვმა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

8-05-2023

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან და უკრაინის სამხედრო ატაშესთან, გენერალ-მაიორ სერგეი კრავჩუკთან ერთად, ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.


"დღეს, ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვინც თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს აგრესორისგან, მტრისგან. ჩვენთვის ეს არ არის უცხო. რაც დამოუკიდებელია ეს ქვეყანა, იმ პერიოდიდან სულ ბრძოლაში, სისხლისღვრაში ვართ. გმირების რაოდენობა კი, ღვთის ნებით, ამ ქვეყანას არ აკლია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს პირველ რიგში, მათ სამშობლოს. საკმაოდ ბევრია იმ ბიჭების რაოდენობა, ვინც უკრაინიდან ჩამოასვენეს და სახელმწიფოს აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რომ სამხედრო პატივით და ღირსებით დაიკრძალონ ისინი. ჩვენთვის ეს არის ტრაგედია, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს სტატისტიკა."- განაცხადა კობა კობალაძემ.


ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ვეტერანები და მოქალაქეები.


ლისის ტბაზე, ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი, მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიხსნა.