9-05-2023
ესეიგი არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე თქვენ გინდათ, რომ მე გავაკეთო კომენტარი. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა - მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი, დამანგრეველი ომის მალე დასრულებას, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობა უსურვა.
„კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,"- აღნიშნა პრემიერმა.