გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: დიდება გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის

9-05-2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ბათუმის მერთან, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიაგო.


მთავრობის წევრებმა ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს.


,,მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში დიდია საქართველოს და ქართველების წვლილი. დიდება გმირებს, მათ სახელებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის""- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.


ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.