9-05-2023
დეპუტატი რატი იონათამიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მან „ფორმულას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება.
„თქვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმებაო“ - გვეუბნება ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი. ასე მკაფიოდ, რას ითხოვენ ჩვენგან, ომის გარდა, აქამდე არავის უთქვამს… ტრადიციები, კულტურა, ეროვნული ფასეულობები და საკუთარ იდენტობა არაფერში გჭირდებათ, ეს პროგრესში და ევროპულობაში ხელს გიშლითო… საქართველოს არასდროს უთქვამს და არც იტყვის უარს საკუთარ იდენტობაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე და სწორედ ამ, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - წერს რატი იონათამიშვილი ფეისბუკზე.