კვირა, მაისი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ზურაბ ქადაგიძე: რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა

10-05-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.


„რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა. ერთია, როდესაც ღია პროპაგანდითა და "ფეიქ-კამპანიებით" ცდილობს "გლობალური ომის პარტია" სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს ასეთი ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.