გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

2-08-2018


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შეწყალების კომისიამ განიხილა 976 მსჯავრდებულის საქმე და შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა განიხილა რეკომენდაციები და მიიღო გადაწყვეტილება შეეწყალებინა 83 მსჯავრდებული, მათ შორის არის ერთი უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.

მათ შორის არის 3 ქალი მსჯავრდებული, მათგან ერთი დღესვე გათავისუფლდება, ხოლო ორს შეუმცირდა სასჯელი. ერთი არის არასწრულწლოვანი“- განაცხადა ქორიძემ.