გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: თუ კი საუკუნეების მანძილზე ერებისა და სახელმწიფოების მართვა ხდებოდა ძალმომრეობით, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, ახლა უფრო მარტივი და სტრატეგიული მეთოდი გამოიყენება - "აზროვნების სტერილიზაცია"!

10-05-2023

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ წერილში საინტერესო და უზუსტესი აქცენტებია. "მართვის სტილი "გათიშე და იბატონე", სრულად აამოქმედეს "გლობალური ომის პარტიის" მესვეურებმა", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ზურაბ ქადაგიძე.


მისი თქმით, მიმდინარეობს პრივილეგირებული უმცირესობების დომინაცია და აზროვნების ფორმირების მცდელობა. "საინტერესო და უზუსტესი აქცენტებია წერილში. მართვის სტილი "გათიშე და იბატონე", სრულად აამოქმედეს "გლობალური ომის პარტიის" მესვეურებმა. თუ კი საუკუნეების მანძილზე ერებისა და სახელმწიფოების მართვა ხდებოდა ძალმომრეობით, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ლიკვიდაციის შიშით, ახლა უფრო მარტივი და სტრატეგიული მეთოდი გამოიყენება-"აზროვნების სტერილიზაცია"! ადამიანის უფლებების, პროგრესის, ჰუმანიზმის, პლურალიზმის, რელიგიური თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის, დემოკრატიის სახელით მანიპულაცია, პრივილეგირებული უმცირესობების დომინაცია და აზროვნების ფორმირების მცდელობა. გენდერული თეორიები, "ლგბტ" პროპაგანდა, რელიგიური თავისუფლების ქარტიები, ადამიანის უფლებების დეკლარაციები, სინამდვილეში არც უფლებრივ და არც სამართლებრივ საკითხს ემსახურება, გათვლილია მხოლოდ ერთი რამის, ადამიანის გონებრივი სტერილიზაციისათვის, რათა მარტივად მოხდეს აზროვნების მართვა. ის ე.წ. "პერფორმანსი", რაც ევროპაში ქრისტეს არასწორი ორიენტაციის დემონსტრირებით მოახდინეს, ჩვეულებრივი ძალადობაა ქრისტიანული ღირებულებების წინააღმდეგ.


ევროპული საზოგადოებების ყველაზე ძლიერი ტრადიციული საყრდენი ხომ სწორედ ქრისტიანობაა? ჰო და ამიტომაც მიმდინარეობს ასეთი, მიზანმიმართული შტურმი,რათა მაქსიმალურად განიდევნოს ადამიანის გონებიდან ტრადიცია, ღირებულება და ღვთისმოსაობა. სრულად უნდა გაირეცხოს ადამიანის გონება და ისეთი სტერილური გახდეს აზროვნება,რომ ნებისმიერი სასურველი "ნარატივისათვის" მოწყვლადი აღმონდეს!


P.S. ასეთ სიტუაციაში, ქართულმა საზოგადოებამ მაქსიმალური სიფხიზლე უნდა გამოავლინოს ნებისმიერი, გარედან თავსმოხვეული "ნარატივების" მიმართ", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.