გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რომეო მიქაუტაძე: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

10-05-2023

„მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, რომელიც მონაწილეობს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შეიხ ხალიდ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით დაგეგმილ მსოფლიო კომუნალური საწარმოების კონგრესზე - World Utilities Congress 2023. მინისტრის პირველმა მოადგილემ მოხსენება გააკეთა პანელზე „Global Ministerial Dialoues", რომლის დროსაც განიხილებოდა გლობალური ენერგეტიკისა და კომუნალური ინდუსტრიების სამომავლო განვითარების მიმართულებები.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების პარალელურად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების კუთხით. აგრეთვე, მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ენერგიის შემნახველი ბატარეებისა და სხვა სისტემების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგიის შენახვას დაბალი მოთხოვნილების პერიოდში, რაც საშუალებას იძლევა დაგროვილი ენერგიის გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც მოთხოვნა უფრო მაღალია.


კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რომეო მიქაუტაძემ დაასახელა ენერგოეფექტურობა, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, მათ შორის წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. მისი თქმით, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება, როგორიცაა შენობის იზოლაციის გაუმჯობესება, განათების სისტემების განახლება და ენერგოეფექტური მოწყობილობების გამოყენება, შეიძლება დაეხმაროს ენერგიის საერთო მოთხოვნის შემცირებას.


მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორის წახალისებაზე, რათა მათ მეტი ინვესტიცია განახორციელონ სუფთა ენერგიის წარმოებაში. რომეო მიქაუტაძემ ისაუბრა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემაზე, რომელიც, საბოლოოდ, საქართველოს ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.


პანელის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გლობალურმა პროექტმა, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემები ევროკავშირისას დაუკავშირდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. „ჩვენ წლის ბოლომდე გვექნება შედეგები და ვვარაუდობთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტი ქვეყანა ჩაერთვება მის განხორციელებაში," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.