გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

10-05-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.   მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

 

ასევე, მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების მზარდ დინამიკას განათლების, კულტურის, ვაჭრობის მიმართულებებით.   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იტალიის მხარდაჭერის იმედი.  

 

ლორენცო ფონტანამ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს და იტალიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური როლი.