გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილა

10-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის პროგრამების ხელმძღვანელთან ლევენტ იენერთან და „ადამიანური კაპიტალის“ პროექტის ხელმძღვანელთან რენატა ლემოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო აღნიშნული პროექტების განხორციელების კონკრეტულ ვადებსა და შემდგომ ნაბიჯებს.

 

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს განათლების სისტემის განვითარების საქმეში. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონკრეტული გეგმების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.