გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება.

„თუმცა, აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებმა მოახდინონ მიღებული მოსავლის რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვია.

მეხორბლე ფერმერები და რეალიზატორები, პროდუქციის რეალიზაციას არ ახდენენ, რადგან მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ხორბლის მწარმოებლებთან, მეხორბლეთა, მეპურეთა ასოციაციების და წისქვილკომბინატების წევრებთან.


ქართული ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ხორბალთან მიმართებით მოიხსნა ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა.


ამ ეტაპზე, სამინისტროში მუშავდება დამატებითი ღონისძიებების გეგმა, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ.


ამასთანავე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოში ხორციელდება ფქვილის იმპორტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე ხორბალი. იაფი ფქვილის იმპორტი შესაძლებელს ხდის, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს იაფი პურით და პურპროდუქტებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.