გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა, მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები

10-05-2023

კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის რეაქციას აფასებს. როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების ოპონენტებს მიღებული აქვთ დირექტივა, რუსეთის მიერ თავისივე დაწესებული რეგულაციის მოხსნისთვის საქართველოს მთავრობის გადადგომა და სანქციების დაწესება მოითხოვონ.


მისივე განმარტებით, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნის 70% აკმაყოფილებს.


„ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა “პარკინგების მბრძანებლისგან” რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე - მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა, მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები - გადადგეს საქართველოს მთავრობა და სანქციების მოხსნაზე, ვუპასუხოთ სანქციების დაწესებით… სრულ სიგიჟეში არიან! ცნობისთვის, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ნაწილი ევროპის ქვეყნებში ჩადის სავიზო პროცედურების გასავლელად და უფრო დიდი ნაწილი კი, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას, მექსიკის საზღვრიდან… პარადოქსი კი ის არის, რომ აშშ-მა გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზებზე მოთხოვნათა 70% დააკმაყოფილა… ეს ისე მაინც, ინფორმაციისთვის!!!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.