გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა

10-05-2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართელოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო“.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, 2019 წელსაც, პუტინის რუსეთსს ოკუპანტის სტატუსი ჰქონდა, ჩვენი ტერიტორიების 20% და უკრაინისი ყირიმი მიტაცებული. პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში.

 

„სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსეთმა საქართველოს სანქცია-შეზღუდვები დაუწესა, ევროპული საბჭოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კრემლს მიუთითებდა მცდარ გადაწყვეტილებაზე და პირდაპირი ავიამოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებდა. უკაცრავად და 2019 წელს, პუტინის რუსეთს ოკუპანტის სტატუსი არ ჰქონდა? ჩვენი ტერიტორიების 20%, უკრაინის ყირიმი მიტაცებული არ ჰქონდა? პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონეთათვის ორმაგი სტანდარტები ყოველთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ციფრული სამყაროს ეპოქაში“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.