გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტო დაზღვევის პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა

10-05-2023

„ჯიპიაის“ ბაზრის 14,6% პროცენტს ფლობს.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტომობილის დაზღვევის პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ 22,869,779 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზრის 14,6% დაიკავა.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე: გასული წელი კომპანიისთვის, ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით, გამორჩეული იყო - ბაზარზე თვისობრივად ახალი პროდუქტი გამოვიტანეთ. ახალი შეთავაზება მთლიანად დაეყრდნო ავტომფლობელთა საჭიროებების სიღრმისეულ კვლევებს. ასე შეიქმნა კონცეფცია “მოირგე ავტოდაზღვევა” და ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, საკუთარ ბიუჯეტზე და სურვილებზე მოირგონ ავტოდაზღვევის პაკეტები.“


„მოირგე შენი დაზღვევა“ მოიცავს ავტოფიქსს და ავტოაქტივს (M,L,XL პაკეტები). ავტოფიქსის შემთხვევაში ფიქსირებული ტარიფითა (თვეში 40 ან 50 ლარი) და ლიმიტით ავტომფლობელი ზარალის 90%-ს იღებს. ავტომობილი დაზღვეულია ყველა რისკისგან, მათ შორის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობისგანაც.


ავტო აქტივით კი, ავტომფლობელი მისთვის სასურველ პირობებს ირგებს M, L ან XL პაკეტებიდან.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე: “შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ ასევე მომსახურებისა და ზარალის ანაზღაურების პროცესი: შემოვიტანეთ საგარანტიო სისტემის ცნება, რომ ავტომფლობელისთვის გარანტირებული იყოს ჩვენს პროვაიდერ ავტოცენტრებში ანაზღაურებული თანხის ფარგლებში შეკეთება. ამ სერვისცენტრში ავტომობილის შეკეთების პროცესს „ჯიპიაის“ ავტო ასისტენტები აკვირდებიან, შესაბამისად ხარისხიც გარანტირებულია. ჩვენმა კომპანიამ ბევრჯერ დაამტკიცა,რომ პრიორიტეტი სწორედ მომხმარებლის კომფორტი და ხელმისაწვდომი, გამარტივებული მომსახურების უზრუნველყოფაა. მომხმარებელს შეგვიძლია თამამად ვუთხრათ - იმოძრავე, ჩვენ დაგაზღვევთ“.

„ჯიპიაიმ“ თანხის ანაზღაურების განსაზღვრული ვადებიც დანერგა:1,000 ლარის შემთხვევაში ადგილზე გადახდის სისტემა მოქმედებს, 3,000 ლარამდე ზარალი - 5 დღის ვადაში, ხოლო 3,000 ლარს ზემოთ - 10 დღეში ანაზღაურდება. დღეს ავტოზარალების 90% 2 დღეში რეგულირდება, ხოლო კმაყოფილების დონე 98%-ს აჭარბებს.

---

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, ავტომობილის დაზღვევის მიმართულებით , კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ ჯამში 157,071,305 მლნ ლარი შეადგინა.


„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორაციული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს